საქართველოს ბაზარზე CityPay.io სულ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. სითიფეი კომპანიებს საერთაშორისო გადახდების მიღების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს კრიპტოვალუტით. სითიფეის პარტნიორ ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ გადახდები მიიღონ მომენტალურად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და რაც ყველაზე მთავარია, გადახდის მიღება შესაძლებელია ლარში - კონვერტაციისას შესაძლო ყველანაირი დანაკარგის გარეშე. შესაბამისად, CityPay-ის პარტნიორი კომპანია საკუთარი პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვისას ღირებულების სრულ თანხას იღებს ადგილობრივ ვალუტაში (ლარში), სწრაფად და მარტივად.
ტრადიციული ადგილობრივი და საერთაშორისო ონლაინ გადახდების მიღების არხებისგან განსხვავებით, სითიფეი ტრანზაქციების საკომისიოს საგრძნობლად ამცირებს და ამასთანავე, არ აქვს ინსტალაციისა და ინტეგრაციის ღირებულება. შესაბამისად, პლატფორმა ნებისმიერ ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს საერთაშორისო გადარიცხვები საშუალოდ 4-ჯერ უფრო დაბალი საკომისიოთი, ვიდრე აქამდე არსებულ სტანდარტულ შემთხვევებში. მათი მომხმარებლები კი ისარგებლებენ დაცული და ანონიმური გადახდის მომსახურებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. მიმდინარე პერიოდში, დისტანციური მუშაობის სტილთან ერთად ბიზნესებისთვის აუცილებელი გახდა უსაფრთხო და დაცული ონლაინ გადახდების მიღების არხის შექმნა, რასაც ჩვენი კომპანია ყოველგვარი ფინანსური რესურსის ჩადებისა და ბიუროკრატიის გარეშე მოგივვარებთ.
CityPay.io არა მხოლოდ ონლაინ ბიზნესებს, არამედ ფიზიკური ლოკაციების მქონე სხვადასხვა ტიპის კომპანიებს, მათ შორის სარესტორნო, სავაჭრო და გასართობ ორგანიზაციებს სთავაზობს თანხის ადგილზე მიღების შესაძლებლობას, ინდივიდუალური QR კოდის გენერირებით. რაც მთავარია, სფეროს სპეციფიკის ცოდნა საჭირო საერთოდ არ არის.